აბაშიძე გრიგოლ გრიგოლის ძე
აბაშიძე გრიგოლ გრიგოლის ძე

აბაშიძე გრიგოლ გრიგოლის ძე (29, VII, 1914, ზედა რგანი, ჭიათურის მუნიციპალიტეტი-29. VII, 1994, თბილისი), ქართვ. პოეტი და პროზაიკოსი. ა. გ-მ დაამთავრა თსუ-ის ფილოლ. ფაკ.-ტი (1936). აბაშიძის ოჯახი რეპრესირებული იყო საბჭითა რეჟმის დროს. აქვეყნებდა ლექსებს  (1934). პირველი კრებ. გამოსცა (1938). მისი შემოქმედება ჟანრობრივად მრავალფეროვანია. ავტორია ისტ. და თანამედროვე თემაზე დაწერილი მრავალი ლექსისა, ლექსთა ციკლებისა — „სამხრეთის საზღვარზე“ (1949), „ლენინი სამგორში“ (1950), ორივე ციკლისთვის გადაეცა სახელმწ. პრემია, 1951). ა.გ-ს  ლირიკული ლექსების თემაა ბრძოლა მეორე მსოფლიო ომის წლებში „მტრები“ (1941); „გაზაფხული“ (1945); „მას დიდება“ (1944); „ძლევამოსილი“ (1945). მის შემოქმედებაში ახალი სახით აღდგა ტრადიცია კლასიკური პოემისა მკაფიოდ ჩამოყალიბებული სიუჟეტით და გამოკვეთილი ხასიათებით („გიორგი VI“ (1942); „ძლევის ქედი“ (1943); „ზარზმის ზმანება“ (1946); „ციხის ლეგენდა“). საქართვ. წარსულს ეხება ისტ. რომანები „ლაშარელა“ (1957), „დიდი ღამე“ (1963). ამ თხზ. ასახულია XII–XIII ს. მიჯნაზე ქართვ. ხალხის მიერ გადატანილი ტრაგედია, რომელშიც მწერალმა შეძლო ჩაექსოვა შორეული მომავლის ოპტიმისტური პერსპექტივებიც. ხოლო მოთხრ-ბი „ქვევრი“ (1961 — სათაურით „შემოღამება ქვევრში“), „ცხოვრება წინ არი“ (1964) და რომანი „ყორნალი“ (1967) მწერლის დროების აქტუალურ პრობლემებს ეხება. მასვე ეკუთვნის პიესა „მოგზაურობა სამ დროში“ (1961),  აგრეთვე მრავალი საბავშვო ლექსი და პოემა. ა. გ-მ თარგმნა ა. მიცკევიჩის, ი. ნერუდას, პეტეფის, მ. ემინესკუს, ხ. ბოტევის, ი. ვაზოვისა და სხვების ლექსები და პოემები. მისი ნაწარმოებები თარგმნილია უცხოურ ენებზე. იგი იყო: ჟურ. „ნიანგის“, „დროშისა“ და „მნათობის“ რედ.,  საქართვ. მწერალთა კავშირის პირველი მდივანი (1967), ხოლო  თავ.-რე (1973), სსრკ მწერალთა კავშირის სამდივნოს წევრი (1970), საქართვ. მეცნ. აკადემიის ნამდვილ წევრი (1979 ). ა.გ. იყო: სკკპ წევრი (1944), სსრკ უმაღ. საბჭოს VIII–IX მოწვევის დეპუტატი. საქ. სსრ უმაღ. საბჭოს VI მოწვევის დეპუტატი. ა. გ.-ს მინიჭებული ჰქონდა სოც. შრომის გმირის წოდება (1974), 2 ლენინის ორდენი, შრომის წითელი დროშისა და „საპატიო ნიშნის“ ორდენები. დასაფლავებულია დიდუბის მწერალთა და საზ. მოღვაწეთა პანთეონში.

ლიტ.: რადიანი, შ., (1953). გ. აბაშიძე. ლიტერატურული პორტრეტები; გ. აბაშიძე.  ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, (1975). ტ. 1, გვ. 19; აბაშიძე გ. ენციკლოპედია საქართველო, (1997), ტ. 1,  გვ. 20. მარგველაშვილი გ. ქვეყანას გასწვდი, თბ,. 1977., ჩხეიძე რ. დარდი ფარული. თბ., 2013.,